„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე იწყება.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.

 

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.

 

„ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

 

არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე საზოგადოებას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპრტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. კობა ნაყოფია ვარაუდობს, რომ 30 იანვრის, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება.

წაკითხვა 191 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.