May 15, 2024

"ლევან ხაბეიშვილი ალბათ გახდება ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება"

ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით მათ აზრს, ვინც არის შეწუხებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ლიზა იასკომ აღნიშნა, როდესაც მოდის ახალი ლიდერი და თანაც მოდის დიდი მხარდაჭერით, ეს არის ძალიან დიდი კრედიტი და ნდობაა ქართველი ხალხისგან.

 

„ეს არის ძალიან დიდი დავალება და იმედია, ლევან ხაბეიშვილი გაამართლებს იმედებს, ვუსურვებ მას წარმატებას. ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდება ძნელ სიტუაციაში, რადგან ძალიან დაძაბული ვითარებაა საქართველოში, მაგრამ იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით მათ  აზრს, ვინც არის შეწუხებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ალბათ ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება და მოითხოვს სამართლიანობას, ეს არ არის იმდენად მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რამდენადაც ეს არის ზოგადი სამართლიანობისა და ადამიანობის საკითხი“, – განაცხადა იასკომ.

წაკითხვა 205 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.