May 2, 2024

"ხალხის ძალა“ ღობე-ყორეს ედება და სისულელეებს იგონებს" - ალეკო ელისაშვილი

„ხალხის ძალა“ ღობე-ყორეს რომ ედება, არც მაინტერესებს, რადგან სისულელეებს და მავნებლობას იგონებს, არც ღირს, მათ დრო სერიოზულად დავუთმოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა: რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“

 

„ეს ორგანიზაცია ქვეყნისთვის დამაზიანებელია. სააკაშვილმა არ ილაპარაკოს, რას ჰქვია, პირი დასკოჩილი აქვს თუ კლიტე ედო? ერთი მთელი მსოფლიო გვეხვეწება, 500 დივიზიონი დავძრათ და მეორეა, სააკაშვილის გამოხსნა უნდათ. სამწუხაროდ, ამ აბდა-უბდაზე დროს ვკარგავთ. აბა, „ვეტერანთა კოდექსზე“ ვისაუბროთ, არ აინტერესებთ? – ვეტერანს სახლში შეუვარდნენ და მთელი სახლი დაულეწეს, ბავშვიან-ძაღლიანად რომ გამოაგდეს სახლიდან. ყოველ დღე სისულელეს იგონებენ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

წაკითხვა 382 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 27 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.