პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.

პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა, არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან: ვანო მაღალაშვილი, ნიკა ნარსია და ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი.

 

სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით კვერცხები ისროლეს.

 

ცნობისთვის, მანამდე პარლამენტთან პოლიციამ 4 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებს.

წაკითხვა 220 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.