May 15, 2024

" მიმდინარეობს ფაშიზმის, ზიზღის კამპანია"- შალვა პაპუაშვილი

რასაც ვაკვირდებით, არის ფაშიზმი. მიმდინარეობს ზიზღის კამპანია. ეს ხდება იმ ადამიანებისგან, ვისაც თავი მოაქვთ ადამიანის უფლებების დამცველად და ა.შ. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან ფაშიზმის კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რამ ასი წლის წინ ხდებოდა ზოგ ქვეყანაში და საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როცა უნივერსიტეტებში პროფესორებს არ უშვებდნენ.

 

„რასაც ვაკვირდებით, არის ფაშიზმი – მიმდინარეობს ზიზღის კამპანია. ეს ხდება იმ ადამიანებისგან, ვისაც თავი მოაქვთ ადამიანის უფლებების დამცველად და ა.შ. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან ფაშიზმის კამპანიაში, როცა ხდება ადამიანების გარიყვისკენ მოწოდება, მოკვეთისკენ მოწოდება და მისი კეთროვანად წარმოჩენა. ეს არის ის, რაც ასი წლის წინ ხდებოდა ზოგ ქვეყანაში. საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როცა უნივერსიტეტებში პროფესორებს არ უშვებდნენ. ასი წლის თავზე ამას იმეორებს ის ხალხი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ რაღაც საკითხებში არის ჩახედული. ამდენი დღე გავიდა და ამ ფაშისტურ კამპანიას არ წყვეტენ, ცდილობენ, გარიყონ სხვები. ამაზე არასამთავროების მხრიდან რეაგირება ნულოვანია, ვინც ამ კამპანიას დაგმობდა და გამოავლენდა ამ კამპანიის ავტორებს და გაემიჯნებოდნენ. პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართული არიან ზიზღის კამპანიაში, რაც სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი და ბოლშევიზმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა

წაკითხვა 164 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 14 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.