May 15, 2024

"ამაზრზენია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მანიპულირება 9 აპრილზე და ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომლებიც ქართველი ადამიანის გულში ემოციებს აღძრავს"

ამაზრზენია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მანიპულირება 9 აპრილზე და ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომლებიც ქართველი ადამიანის გულში ემოციებს აღძრავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

 

„ნაცმოძრაობა“ არის ყველაზე არაევროპული პარტია თავისი უმძიმესი ბეგრაუნდით, ქვეყნის გაყიდვით, საკუთარი ხელმოწერით ომის დანაშაულის სამხედროებზე დაბრალებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით. დღეს იმავეს აგრძელებენ, ოღონდ რაც შეუძლიათ, იმ დონეზე და იმ ხარისხით. ეს არის ყველაზე არაევროპული პარტია. ამაზრზენია „ნაცმოძრაობის“, ყველაზე არაევროპული და რუსული საქმის მკეთებელი პარტიის მხრიდან მანიპულირება 9 აპრილზე და ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომლებიც ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის თუ ქალის გულში ემოციებს აღძრავს. ამაზრზენია, როდესაც საქართველოსთვის მნიშვნელოვან, სიმბოლურ თარიღებზე ემოციურ ბმას ცდილობენ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალგაზრდების მუხტის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის ცდილობს.

 

„მინდა, ქართველ ახალგაზრდებს ვუთხრა, განსაკუთრებით მათ დიდ ნაწილს, ვინც აქციებზე იდგა, გულწრფელად სჯეროდათ, რომ რაღაც „რუსულ კანონს“ აპროტესტებდნენ, სინამდვილეში, უკვე სამ დღეში მოხდა სრული ლუსტრაცია, ვინ სარგებლობდა ამ ყველაფრით და ვინ აყენებს დღეს ულტიმატუმებს, ვინ იზეიმა ვითომ გამარჯვება ტრიბუნებთან. „ნაცმოძრაობის“ მთელი კლასტერი ცდილობს, „მოაჯდეს“ ამ მუხტს და ახალგაზრდების ეს გულწრფელი ენერგია გამოიყენოს. მათ თავისი მიზნები აქვთ – მეორე ფრონტი უნდათ ამ ქვეყანაში, მათ სურთ ქაოსი, არეულობა. მათ თავისი სამშობლო არ უყვართ. რომელიმე ერთი ახალგზრდის თუ ათასის გულწრფელი პროტესტი მათთვის უბრალოდ საშუალებაა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, რათა დავალებები შეასრულონ, საქართველო მეორე ფრონტი გახდეს და ასე შემდეგ. მათ მიერ დაყენებული ულტიმატუმი მხოლოდ და მხოლოდ ამას ნიშნავს“, – განაცხადა მდინარაძემ.

წაკითხვა 211 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.