May 15, 2024

"დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ წერტილი დაუსვა უსაფუძვლო აჟიოტაჟს"- ანრი ოხანაშვილი

„დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ის პოზიცია დაადასტურა, რაც ჩვენ გვქონდა - მან წერტილი დაუსვა უსაფუძვლო აჟიოტაჟს, როცა რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონის მიღება დაუშვებელი იყო, - ეს განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში აღნიშნა, რომ საკითხის კანონით მოწესრიგება სავსებით შესაძლებელია.

 

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ არის საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს.

 

"ჩვენ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე ვთქვით: - ვინაიდან უკრაინულ კანონს ერთი ერთში ვიღებთ, რადგან ევროკომისიას უკრაინული მოდელის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ჩვენ არაფერს შევცვლით იმის მიუხედავად, რომ მიგვაჩნია, რომ გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. ამიტომ კანონპროექტი ვენეციის კომისიას იმ ფორმით გავუგზავნეთ, რა ფორმითაც ის უკრაინამ მიიღო და რომელიც მოწონებულ იქნა ევროკომისიის მხრიდან, რათა სასპეკულაციო სივრცე არ დაგვეტოვებინა. ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ჩვენ დასაწყისშივე გვქონდა, ამიტომ საკითხს დავუბრუნდებით, ვიმსჯელებთ, გავაანალიზებთ და შესაბამისს გამართულ კანონს მივიღებთ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წაკითხვა 179 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.