"ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება"

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმება აუცილებელია და პირველი ნაბიჯი გამარჯვებულმა მხარემ უნდა გადადგას.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის დაშლა გაგრძელდება.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება. გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება და მერე ვიღაცისთვის იქნება კარგი. ეს არ არის სწორი, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს თავისი მისწრაფებებით, დანარჩენი ოპოზიცია – თავისით და შემდეგ კოალიცია უნდა შეიქმნას. ეს პროცესი ცუდია, ჩემიც, ხატიას წასვლაც, მაგრამ დიდი ძვრები შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე ცალკეული დეპუტატების ან წევრების წასვლაა პარტიიდან, თუკი არ მოხდა შეთანხმება იმ ორ მხარეს შორის, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, დღეს კონკურენციის რეჟიმში არიან. ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი, მაგრამ პირველი ნაბიჯი, ბუნებრივია, უნდა გადადგას გამარჯვებულმა მხარემ, რომელიც მართავს პარტიას. შეთანხმება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება პარტიის დაშლა“, – განაცხადა გოცირიძემ.

წაკითხვა 174 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.