"სააკაშვილის ჯილდო,ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის განმტკიცებაში პარადოქსულია"- არჩილ გამზარდია

პრემიერის განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა რომ პრემიერმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, რადგან მან არ იცოდა რომ სააკაშვილი არა ნორვეგიამ, არამედ ერთ-ერთმა პარტიამ დააჯილდოვა.
 
 
"ბატონი პრემიერი, რომ აცხადებს, სააკაშვილის დაჯილდოვება იგივეა, რაც საქართველომ ბრეივიკი დააჯილდოვოსო, პრემიერი რომ ხარ, სანამ განცხადებას გააკეთებ, ხომ უნდა გაარკვიო სურათი და შემდეგ ილაპარაკო - სააკაშვილი ნორვეგიამ კი არა, ერთ-ერთმა პარტიამ დააჯილდოვა.
 
სახელმწიფოსა და ერთ-ერთ პარტიას შორის პრემიერი განსხვავებას ვერ უნდა ხედავდეს? დიპლომატიასა და ადეკვატურობაში ვინმემ წვრთნა ჩაუტარეთ, რომ ყოველ ჯერზე თავს გვჭრის სახელმწიფოს, რადგან ასეა თუ ისე, სახელმწიფოს წარმოადგენს პრემიერმინისტრი.
 
თავად ჯილდო, თუნდაც მხოლოდ ერთი პარტიისგან, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის განმტკიცებაში კი მართლაც პარადოქსულია, რადგან ადამიანის უფლებების სფერო იყო საკითხი, რასაც გადაჰყვა მისი ხელისუფლება და რის გამოც დღემდე ვერანაირ ემპათიას ვერ იღებს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისგან"- წერს არჩილ გამზარდია.
წაკითხვა 444 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 28 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.