"თურმე ყველა მკვლელები, პირსისხლიანები ვართ , ეშვები გვაქვს და ვგიჟდებით"

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ  მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცივსისხლიანი მკვლელია ყველა, ვინც პუტინისტი არ არის. 

 

 
„ტრი-ტრი, ანტონი როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან, მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება, რომ ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტინქტები აქვს, არანორმალურია, ჩვენდა სამწუხაროდ, „რუსული ოცნებისა“ და ამ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი და ამასობაში ახალგაზრდებზე ცდილობს შავი კამპანიის წარმოებას.
 

ვინც პუტინისტი არ არის, ვინც რუსი არ არის, ვინც არ ემთხვევა სალავიოვ-მარგარიტა სიმონიანი-პუტინის ლექსიკას, არ ემთხვევა მათ პროპაგანდას, თურმე ყველა მკვლელები, პირსისხლიანები ვართ და ეშვები გვაქვს და ვგიჟდებით თურმე ომზე ჩვენს ქვეყანაში და მერე პოლიციელების დაწვაზე. არ არის ნორმალური და ადეკვატური, ურთულესია ამ კაცის სერიოზულად შეფასება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისის შესახებ საუბრისას, ღარიბაშვილმა მას „ანარქისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდას პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული.

წაკითხვა 173 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 04 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.