"სამართლიანობის აღდგენის იდეით მოსული „ქართული ოცნება“ დასანქცირებულების ძმაკაცი გახდა"- იაგო ხვიჩია

სამართლიანობის აღდგენის იდეით მოსული „ქართული ოცნება“ დასანქცირებული ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის ძმაკაცი გახდა - ამაზე დიდი უბედურება და უარესი, რა შეიძლება დამართოდა ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს?! - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ნორმალურ ქვეყანაში სანქცირებულ მოსამართლეთა პრობლემა მოგვარდებოდა იმით, რომ სისტემიდან ულაპარაკოდ გაუშვებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ პრემიერ-მინისტრი სრულ თანადგომას უცხადებს, უნდა მოგვარდეს იმით, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

 

„გახსოვთ, 2012 წელს „ქართული ოცნება“ რა დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში? - ეს იყო დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ვისგან უნდა აღედგინა სამართლიანობა - მურუსიძისგან, ჩინჩალაძისგან და ზოგადად, იმ სასამართლოსგან, რაც გვაქვს და რომელიც „ნაცების“ დროს ხალხს აწამებდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობამდე მოვიდნენ და რა დონეზე დაეშვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ მოსამართლეებს, რომელთაც სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის „ქეისი“ ამძიმებს და ძველი დროიდან მოყოლებული პასუხს სთხოვენ, დღეს მათი ძმაკაცი გახდა და ამბობს, რომ დღეს მე მურუსიძის მეგობარი ვარ!

 

მორჩილ სასამართლოზე როგორც „ნაცებმა“ ვერ თქვეს უარი, ასევე უარი ვერ თქვეს „ქოცებმა“, რაც საბოლოო ჯამში, იქამდე მივიდა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავარი პარტნიორის, აშშ-ს მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებს ეხუტება და ქართველი ხალხისგან დისტანცირდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წაკითხვა 291 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 10 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.