"დეოლიგარქიზაციის არც ერთ პროექტს მხარს არ დავუჭერთ"-იაგო ხვიჩია

დეოლიგარქიზაციის არც ერთ პროექტს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ამ ქვეყანას რა პრობლემაც აქვს, არ ჰქვია ოლიგარქია, ერთპიროვნული მმართველობა ჰქვია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე პროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება, უფრო პრობლემებს შექმნის, ვიდრე მოაგვარებს.

 

„ეს პრობლემა იყო ყოველთვის, როცა ოლიგარქები გვმართავდნენ და არ გვამართავდნენ. არასწორი სახელის დარქმევა ხდება, ასევე ეს იწვევს მეორე პუნქტის დარღვევას, კანონებით ერთმანეთთან ბრძოლა არ არის ჩემი აზრით დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

 

ჩვენ ოდითგანვე გვქონდა ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა, ეს უფრო მეტი პრობლემაა ჩემი აზრით, ოლიგარქია შეიძლება უკეთესი მმართველობის ფორმა იყოს, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.

 

დღეს გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში.

 

დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს.

წაკითხვა 191 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 12 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.