"სასამართლოში არ იყო არავითარი „კლანი“, „კლანი“ იყო სააკაშვილ-ადეიშვილის რეჟიმი"- ირაკლი კობახიძე

სასამართლო ხელისუფლებას თავიდან ბოლომდე სააკაშვილი, ადეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი აკონტროლებდა. „კლანი“ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და არა კლანი სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სასამართლოში არ იყო არავითარი კლანი.

 

„მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, თემა არის მნიშვნელოვანი. საქმე ეხება სასამართლო საკითხს, მართლმსაჯულებას. მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოში ამ სფეროში, 2012 წლამდე და როგორ შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდეგ.

 

გავეცანი განმარტებით ბარათს, სადაც მითითებულია ასეთი რამ, რომ 2012 წლამდეც არსებობდა კლანიო, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ არის ტყუილი. საქართველოში 2012 წლამდე არავითარი კლანი არ არსებობდა. მაშინ იყო ასეთი სისტემა - სააკაშვილი-ადეიშვილის, სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და ნული ავტონომია, ნული დამოუკიდებლობა, კლანური ავტონომიაც კი არ ჰქონდათ მოსამართლეებს. ეს არის პირველი ტყუილი, რაც თქვენ გიწერიათ განმარტებით ბარათში, რომ თითქოს 2012 წლამდე არსებობდა კლანი. არა, ბატონებო არავითარი კლანი. 2012 წლამდე თავიდან ბოლომდე სასამართლო სისტემა კონტროლდებოდა ერთი დიდი კლანის მიერ, ეს იყო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანური მმართველობა, ეს იყო რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე მოქმედებდა და ეს არის სიმართლე.

 

ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური რამ არის ის, რომ ამ დადგენილების პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლავთ ადეიშვილის მოადგილე, ვაშაძე. ეს არის სრული ცინიზმი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოში არ იყო არავითარი კლანი, კლანი იყო სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმი. სწორედ, ისინი უზრუნველყოფდნენ სასამართლოში იმ სისტემის ფუნქციონირებას, რომელმაც უამრავ ადამიანს მძიმე ტკივილი მოუტანა. სასამართლოში 2012 წლამდე კლანი არსებობდა სასამართლოს ზევით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე განმარტებით, სასამართლოს წმენდა ხელისუფლების მიერ არის ანტიკონსტიტუციური მოვლენა.

 

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა ხელისუფლებაში დაბრუნება და სასამართლოში წმენდის განხორციელება.

 

„განმარტებით ბარათში საინტერესო ტერმინები გაქვთ გამოყენებული - სასამართლოს წმენდაზე გაქვთ საუბარი. სასამართლოს წმენდა არის ანტიკონსტიტუციური მოვლენა. როცა გვესაუბრებით იმაზე, რომ რატომ არ გაწმინდეთ მოსამართლეები, შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სასამართლო სისტემა ეფუძნება, თვითმმართველობის პრინციპს. აქ ხელისუფლება ვერ გაწმენდს სასამართლოს, ერთადერთი სადაც ერევა ხელისუფლება ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესება, სხვა სფეროში მოსამართლეების განწესება თანამდებობებზე ხდება თვითმმართველობის პრინციპით. სასამართლოს წმენდა არის ანტიკონსტიტუციური მოვლენა და ეს არის ის, რაც თქვენ წამოგცდათ. ეს არის თქვენი ჩანაფიქრი. თქვენი ოცნებაა ხელისუფლებაში დაბრუნება და ამის შემდეგ თანმდევი ოცნება- სასამართლოში წმენდის განხორციელება, რასაც ახდენა არ უწერია“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 176 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 18 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.