"ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ" - ლევან ხაბეიშვილი

„ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ - ვიღაცებს  ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ჩემი აზრით ანეკდოტია, როცა ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე, რომელმაც პირველ ტურში დამაჯერებლად რამდენიმე ათასი ხმით მოუგო მოქმედ თავმჯდომარეს. არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება გაჰყვეს, ან რამდენი ხნით შეიძლება ინერვიულონ ამაზე. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არის ორ წელში ერთხელ, შესაბამისად, მოემზადონ და მონაწილეობა მიიღონ. პარტიაში დიდი არჩევნები ჩატარდა, ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ. ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი და ამაზე კონცენტრირდნენ“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

წაკითხვა 137 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.