"ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი" - ანა ბუჩუკური

სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია, მაგრამ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რასაც უმრავლესობა ორი დღის განმავლობაში აკეთებდა, არაკონსტიტუციურია.

 

„ამ კომისიას როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია. ამას ადასტურებს ღიად „ქართული ოცნება“, მაგრამ კომისია რომ შეიქმნას, შეიძლება იმაზე უკეთესი მტკიცებულება ვერ დავდოთ მაგიდაზე, ვიდრე გუშინ და გუშინწინ თავად „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ დასამალი ძალიან ბევრი აქვს. ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლება, რომელსაც ეშინია, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ალაპარაკდებიან.

 

ფაქტობრივად, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის პირდაპირ ხელის შეშლა კონსტიტუციით გათვალისწინებული მანდატის გამოყენების პროცესში. შესაბამისად, ეს არაკონსტიტუციურია და ეს არ არის პროცედურული ომი,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, მათ კომუნიკაცია აქვთ კოლეგებთან ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც. ბუჩუკური იმედს გამოთქვამს, რომ კომისიას მისი კოლეგების მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, კითხვაზე: გადახედავს თუ არა მათი გუნდი საკუთარ დამოკიდებულებას და დაუჭერს თუ არა ამ კომისიას მხარს, ბუჩუკური აცხადებს, რომ ჯერ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

 

„რაც შეეხება სააკაშვილის საკითხზე კომისიის შექმნას, ამაზე კომუნიკაცია მქონდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან და იციან ჩვენი დამოკიდებულება, რომ მნიშვნელოვანია დაველოდოთ, რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო. ამის შემდეგ ვნახოთ, რა იქნება დღის წესრიგში,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

წაკითხვა 243 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.