"29 აპრილს ხალხმა კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას"

ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ბანერს, სადაც 2021 და 2023 წლებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა.

 

„კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა.

 

2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა – „თავისუფლება მიშას“, „ბომბების ცეცხლი მირჩევნია“, „საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“, „საქართველო სანქციებს გვერდს უვლის“, „არა რუსულ კანონს“, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“… ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო: წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება.

 

მართლაც, თითქოს „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ბეჯითად ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდნენ, რომ ჯერ ხალხი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ, ბოლოს კი ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან გაემიჯნათ.

 

სწორედ ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ მხარი და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

 

კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი!

 

და ეს სათქმელი მკაფიოა: პოლიტიკოსებს, ვინც „ეროვნული ინტერესი“ საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდო, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

წაკითხვა 126 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 01 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.