"არ ღირდა ენერგიის დახარჯვა..." - რატომ არ მონაწილეობდა ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში

“შაბათს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობს, რაც “ოცნების” შეფასებით ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს წაგების შეეშინდათ. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის ქმედებას სწორად მიიჩნევენ, რადგან ის მაინც დამარცხებული იქნებოდა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არ ღირდა ენერგიის დახარჯვა...” - რატომ არ მონაწილეობდა ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში.

 

“ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკსა და ხობში, რომ ოპოზიციის მხრიდან არ დგას სხვა კანდიდატი და ნებისმიერ სხვა ოლქსა და მუნიციპალიტეტში, ნათლად მიანიშნებს, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალა, მედიასაშუალება გაკოტრებულია... ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ დასხდნენ სადღაც ოთახებში, დაწერონ კვლევები, მოიგონონ ციფრები და ამით დაიწყონ მანიპულირება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენს საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება კვლავ გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებით ინტეგრაციას ევროკავშირში”, - განაცხადა შაბათს “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ფოთში გამართულ ბრიფინგზე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის უმნიშვნელობაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეა კონცენტრირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩემი აზრით, ნამდვილად არ ღირდა ამ არჩევნებზე ენერგიის დახარჯვა. იქ ძირათადად საკრებულოს მაჟორიტარებზეა საუბარი და ასევე ორი ქალაქის მერზე. ვიცით როგორ იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს და აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია აკეთებს კონცენტრირებას 2024 წლის არჩევნებზე და ამიტომაც არ გაამახვილა შესაბამისი ყურადღება შუალედურ არჩევნებზე და გარკვეულწილად ბოიკოტიც გამოუცხადა დღევალდელ არჩევნებს. ოპოზიციას რომ მიეღო მონაწილეობა, მაინც და მაინც არაფერი შეიცვლებოდა. რადიკალურ ცვლილებებს არ ექნებოდა ადგილი და ამიტომაც ოპოზიციამ დიდი მნიშვნელობა ამ არჩევნებს არ მიანიჭა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 186 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 01 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.