"NDI-ის კვლევა მეტყველებს,რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლია"- თინა ბოკუჩავა

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლია და ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას სატელეფონოდ თავისუფლად ვერ აფიქსირებს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თავად NDI- ის მონაცემებით, გამოპასუხების მაჩვენებელი 14%-ია,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 20% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" -5 %, ხოლო სხვა პარტიებს -6%.

მისი თქმით, ავტოკრატიულ რეჟიმებში სატელეფონო საუბრების დროს ადამიანები ძალიან შეზღუდულნი არიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირებაში.

 

"აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორია ის, რომ ეს არის სატელეფონო კვლევა, რაც ადამიანებისთვის, ვინც იცნობენ კვლევების მეთოდოლოგიას, ძალიან საგულისხმო ფაქტორია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლია და ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ღიად და თავისუფლად საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას ვერ აფიქსირებს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თავად NDI- ის მონაცემებით, გამოპასუხების მაჩვენებელი არის 14 % ანუ დარეკილთაგან მხოლოდ 14 %-მა განაცხადა თანხმობა პასუხზე, რაც მეტყველებს ასევე იმაზე, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გამჟღავნების ეშინია.

 

მეთოდოლოგიას აქვს გარკვეული სპეციფიკა, ავტოკრატიულ ქვეყნებში განსაკუთრებით და ის, რომ ჩვენი ქვეყანა ავტოკრატიულად იმართება, ამას ამბობს მათ შორის, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი ჯინ შაჰინი და არამხოლოდ და ავტოკრატიულ რეჟიმებში სატელეფონო საუბრების დროს ადამიანები ძალიან შეზღუდულნი არიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირებაში. ამაზე მეტყველებს ეს კვლევა უპირველეს ყოვლისა," - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

ის ასევე გამოეხმაურა კვლევის კიდევ ერთ მიგნებას, რომლის თანახმად, ყოველი მეექვსე გამოკითხული ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს.

 

"ის, რომ ადამიანები ქვეყნიდან მასიურად გარბიან, მეტყველებს უპერსპექტივობაზე დღევანდელ მოცემულობაში. საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილების მიზნით ადამიანებს უწევთ ქვეყნიდან წასვლა, რაც პრინციპში დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ თუ არ მოგწონთ აქ, წადით, სხვაგან ეწიეთ ბედსო. მისი ქართული ოცნება სინამდვილეში არის ქართველებისგან დაცლილი საქართველო, სადაც მხოლოდ მისი მარიონეტები და კორუმპირებული კლანია," - განაცხადა ბოკუჩავამ.

წაკითხვა 167 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.