ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ აძლევენ

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს, ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ აძლევენ. ამ საკითხზე ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს დღეს, 8 მაისს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მიზეზი განმარტა. მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ერთი პოლიტიკური პარტიიდან გამოყოფილმა პოლიტიკოსებმა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, არ ვრცელდება ბლოკის სახით არჩეულ ჯგუფზე.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმო "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ბლოკის სახით მონაწილეობდა, "ქართული ოცნება" კი - პარტიის სახით. შესაბამისად, პოლიტიკურ ჯგუფად რეგისტრაციის საშუალება მისცეს მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ჯგუფებს - "ხალხის ძალას" და "საქართველოსთვის".

 

"მათთვის, ამ შემთხვევაში "ევროოპტიმისტების" შექმნა ვისაც უნდოდა, კანონმდებლობის ისევ ის ჩანაწერი მოქმედებს, რომელიც აქამდე მოქმედებდა. ამ რეგლამენტის ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელიც მათ ამ საშუალებას არ აძლევდა, უარი ეთქვათ (მოთხოვნაზე)", - განმარტა ირაკლი ქადაგიძემ.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე რამდენიმე დღის წინ, 4 მაისს, განაცხადეს.

 

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს. ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საკანონმდებლო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა", - აღნიშნავდა ხატია დეკანოიძე.

 

დეკანოიძემაც და გოცირიძემაც სხვადასხვა დროს, მას შემდეგ დატოვეს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რაც მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

 

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები 30 იანვარს დასრულდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.

 

ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

წაკითხვა 144 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.