"რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მესამე ქვეყნის გამოყენებით აღარ მოუწევთ" - მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე და ეკონომიკის ყველა დარგში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხის კომენტირებისას.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო სექტორი აქტიურად ახდენს ბიზნესოპერირებას და სამეწარმეო საქმიანობას. აქედან გამომდინარე, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისები მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირისთვის და შესაბამისად, მათი ოჯახების წევრებისთვის.

 

„ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობაზე ზრუნვა - საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ძალიან რთულად, მესამე ქვეყნების გავლის გზით უწევდათ სამშობლოში დაბრუნება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. საკმაოდ რთული გზაა ასევე სახმელეთო საზღვრის გამოყენებაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეს ნაწილი, ამ გადაწყვეტილებით სამშობლოში მეტი ინტენსივობით, უფრო კომფორტულად და მისაღები ფასებით შეძლებს დაბრუნებას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.