"ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე"- ალეკო ელისაშვილი

ეს არის კუდის ქიცინი რუსებისთვის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ღირსეული მთავრობა ფრენების აღდგენაზე უარს იტყოდა.

 

„როგორც ჩანს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ძალიან რეალური გახდა კანდიდატის სტატუსის მოცემა და სავარაუდოდ, ამ პროცესის შეფერხება უნდა.

 

ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე. იტყოდა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა და არ შეიძლება მათთან „ვალსების და ტანგოების ცეკვა“.

 

„რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა, რომელიც იძირება, „ფარჩაკდება", რომელიც აუცილებლად დაიშლება თვალსა და ხელშუა, ესაა გარდაუვალი ამბავი. ამას ძალიან მალე მოვესწრებით, ისე იფშვნება შიგნიდან. პირველი, ვინც ზურგში დანას ჩაარტყამს რუსეთის ერთიანობას, იქნება რამზან კადიროვი, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. პირველი, ვინც იტყვის, რომ სინამდვილეში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრებაო, იქნება კადიროვი, ისეთი ოღრაშია, ენა მოუტრიალდება მშვენივრად ამის სათქმელად. ამ დროს, არ შეიძლება კეთროვანთან, პოლიტიკურად ამორალურად კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წაკითხვა 172 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.