May 4, 2024

"რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა? მაღალი თანამდებობის პირის შვილი, უშუალოდ პუტინის წრიდან ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?"

რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა? ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი იყო შემოსული, დღეს არ იციან, რომ სანქცირებული რუსები შემოდიან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ეს პირველ რიგში, საზღვრის დაცვით გამოიხატება.

 

„მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, პირველ რიგში, საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ - ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 170 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.