May 4, 2024

"მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს" - ოლექსი დანილოვი

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და წარსულში დატოვებს იმ ბნელ დროს, რომელიც ახლა მას ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან ადევს, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი “ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, სტკივა, რომ ახლა „რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს“.

 

„უკრაინელები თქვენს გვერდით იქნებიან თავისუფლების ბრძოლაში მონობის წინააღმდეგ. მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად გამთლიანებული და სუვერენული! მოდით, ერთად ვიყოთ!“, - წერს დანილოვი.

წაკითხვა 245 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.