"უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის-ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად"- მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცადებაში წერს.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ყველა უნდა ვემზადებოდეთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის, ამასთან, უკრაინისა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება.

 

სააკაშვილი წერილში არ გამორიცხავს, რომ „შავიზღვისპირეთში საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან“ და აცხადებს, რომ დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა "ჩამოკიდებული მთლიანად ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება".

 

სააკაშვილის თქმთ, უნდა „ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.

 

„2019 წლის მაისში დილის 8 საათზე, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა.

 

ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა იყო ის, რომ ვუთხარი ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად, ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი.

 

ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება.

 

ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს.

 

ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში.

 

საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად.

 

მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება.

 

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესეიგი ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.

 

ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად!“, - წერია სააკაშვილის განცხადებაში.

წაკითხვა 190 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.