მთავრობის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება

მთავრობის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში" შესატან საკანონმდებლო ცვლილებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 5 ივნისს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მანვე ჩამოთვალა კანონში შესატანი ოთხი მოსალოდნელი ცვლილება:

 

"საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითიც დაიზოგება დრო და რესურსი;

 

მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში;

 

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა;

 

მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენ მიერ საერთაშორისო ვალდებულებას, კერძოდ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება".

 

მინისტრის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებაა.

წაკითხვა 262 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.