May 2, 2024

"ნუ ადანაშაულებთ სხვებს! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად!" - მარინა კალიურანდი მაია ბითაძეს

ძალიან ვწუხვარ, თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება - ნუ ადანაშაულებთ სხვებს! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად! - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქართული ოცნების“ წევრს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე.

კალიურანდის განცხადებით, როდესაც ევროპარლამენტარები აკეთებენ შეფასებას, რომ მათ ესმით ანტიდასავლური რიტორიკა, რომ ისმის ბრალდებები პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, ეს გამოწვეულია ქართველი ლიდერების განცხადებებით. ამის დასტურად ევროპარლამენტარმა კალიურანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემული ინტერვიუდან ის ციტატა წაიკითხა, რომელიც ევროპარლამენტს ეხებოდა.

 

„როდესაც მე ვახსენე აგრესიის წახალისება, მე ვგულისხმობდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა 12 მარტს ტელეკომპანია „იმედს“, სადაც მან თქვა: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ, მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში!“ ეს არის პრემიერ-მინისტრის სიტყვები. თუ გსურთ მე განცხადებების ორი გვერდი მაქვს და შემიძლია კითხვა გავაგრძელო, გსურთ ყველა განცხადების მოსმენა ?! მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა, რომ ისმის ბრალდებები პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ ბრიუსელში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, - განაცხადა კალიურანდმა.

 

ცნობისთვის, მაია ბითაძის შეფასებით, რომელიც მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე გააკეთა, ის განცხადებები, რაც მან მოისმინა შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელი იყო. ბითაძის თქმით, ზოგი განცხადება, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

წაკითხვა 279 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.