May 2, 2024

"ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა" - გიორგი გახარია

„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ზურაბ-გირჩი ჯაფარიძესა და ბორჯომში, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე თავდასხმას.

როგორც გახარია აცხადეს, ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება მარცხისთვისაა განწირული.

 

„ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. „ოცნებამ“, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!“ - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.