"მომხრე ვარ, ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ, არ მინდა, ბრძოლაში ჩემი ხაბე მარტო დარჩეს"

წინასაარჩევნოდ პატარა პარტიების ლუსტრაცია ხდება. მათ გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

ოპოზიციური პარტიებზე საუბრისას ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი სავარაუდოდ, გაერთიანებას ვერ აცდებიან.

 

„მომხრე ვარ, რომ გაერთიანდნენ და ამას სავარაუდოდ, ვერ აცდებიან. არ მინდა, რომ ამ ბრძოლაში ჩემი ხაბე მარტო დარჩეს. ჭიჭე ვაშაძე ცალკე გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ. ყველას ერთნაირი ხელწერა აქვს, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი თესლიდან არის აღმოცენებული. „ნაცმოძრაობას“ ემიჯნებიან? – აბა, საკრებულოებს გადახედეთ. გახარია რომ მჭერმეტყველებს და ახლა გახდა დემოკრატი, თურმე, არ მოსწონს „ნაცები“. ისევე, როგორც ხაზარაძეს. მშვენივრად თანამშრომლობდნენ. ჭიჭე საერთოდ დუმს, დაიკარგა. წინასაარჩევნოდ პატარა პარტიების ლუსტრაცია ხდება. მათ გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ“, – განაცხადა ზარქუამ.

 
წაკითხვა 370 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.