"გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ოპოზიციის ლიდერებზე ახალი იერიში მიიტანონ"

ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 

„ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე. რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი. ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მე მიკვირს, როგორ შეიძლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის გამო რომელიმე საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყოს გაბრაზებული და გავეშებული. მაგრამ რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი რათა მომავალში დასავლეთთან სავაჭროდ ახალი ტყვეები აიყვანონ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ფონზე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამას არათუ ვვარაუდობ, არამედ ეს ჩანაფიქრი და გეგმა უკვე აქვს ხელისუფლებას და დღეიდანვე დაიწყება მისი ეტაპობრივი განხორციელება. ახლა მკითხავთ, რა არის გამოსავალი. გამოსავალია კოორდინაციაში, საერთო ძალისხმევაში და ამის მაგალითი არა მხოლოდ 7-8 მარტი, არამედ თუნდაც გუშინდელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა, როცა ყველამ ერთად საერთო ძალისხმევით შევძელით ეს. ძალა ერთობაშია და არა ურთიერთდაპირისპირებასა და კინკლაობაში!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგიაა აღმაშენებელი“ ავრცელებს.

წაკითხვა 100 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.