"გუშინ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია: სალომე ზურაბიშვილი, „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“- ირაკლი კობახიძე

გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანების მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

 

„გუშინ ყველაფერთან ერთად ბევრი სისულელე მოვისმინეთ. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, ეს არის რეალურად ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე. რაც ძალიან სამწუხაროა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გაანალიზოს ყველაფერი, მათ შორის შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. პირდაპირ შეგვიძლია ამოვიღოთ „ფეისბუქ“ პოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. მთელი რიგი განცხადებები იყო, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის ამ ადამიანების სახე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გულში ინახავდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 254 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.