May 17, 2024

"მებრძოლებსა და დაღუპულებს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? ან თვითონ ერთი ბოდიში როგორ ვერ ამოღერღა?" - ელისაშვილი პრემიერს

ბატონი რიჟვაძე რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო და ყველას - მებრძოლებს და დაღუპულებს რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? ან თვითონ როგორ არ განმარტა ადამიანურად და ერთი ბოდიში როგორ ვერ ამოღერღა? - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ „საძაგელი შეცდომა“ დაუშვა და ამის გამო ბოდიში უნდა მოეხადა.

 

„აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჯარს ყველასგან პატივისცემა სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ - მთავრობაში თუ ოპოზიციაში. ყველა ძალიან მოწიწებით უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენს საამაყო ხალხზე - ჯარისკაცებზე, სერჟანტებზე, ოფიცრებზე, მაგრამ ბატონი რიჟვაძე, რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, რომ 2008-ში ლაჩრულად წავაგეთ ომიო და ერთ ქვაბში ჩაყარა ყველა, ვინ იქ ილაჩრა და ვინც არ ილაჩრა, ვინც ძალიან იმამაცა, ივაჟკაცა, თავი გასწირა საქართველოსთვის, ყველას რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ვინც იქ იბრძოდა, ვინც დაიღუპა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? რახან თქვენიანია ამიტომ შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს და დანარჩენ ოპოზიციას თუ სხვას არ შეუძლია? ან თვითონ როგორ არ განმარტა ადამიანურად და ერთი ბოდიში როგორც ვერ ამოღერღა? შეცდომა ყველას მოგვდის, საძაგელი შეცდომებიც მოგვდის ხანდახან და ეს იყო სწორედ საძაგელი შეცდომა. რატომ არ თქვა ერთი ბოდიში ჯარისკაცების მიმართ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

წაკითხვა 392 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.