"ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა" - პრემიერი

ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში, ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად.

 

„მოსახლეობისთვის ვიტყვი და ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, აქ შედარება გააკეთეს, რომ, აი, აჭარა არ უყვარს ბატონ ივანიშვილსო და არ ვიცი, რაღაც სისულელე თქვა მორიგი, თითქოს აჭარა სააკაშვილს უყვარდა და ჩვენ ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას. შეადარეთ, სავსე არის სოცმედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები, შეადარეთ ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან მარტივ განსხვავებას. მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად. ამაზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ საუბრობენ ყველანი, აღიარებენ. მე აქვე მინდა, შეგახსენოთ, ვინაიდან, თქვენ ახსენეთ ივანიშვილი, მე შეგახსენებთ მის ქველმოქმედებას. ამ პასუხში უნდა გავაერთიანო რამდენიმე კითხვა, რომელზეც საუბარი იყო. ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში, ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. მთელი არეალი გარდაქმნა, მოგეხსენებათ შეკვეთილის არეალი და არა მხოლოდ. ბათუმშიც, მე მახსოვს, როცა ქართუ „ფონდს“ ვხელმძღვანელობდი, მაშინ ასეულობით მილიონ ლარს ვხარჯავდით, ვეხმარებოდით ბათუმს ბულვარების მოწყობაში, ატრაქციონების მოწყობაში და ა.შ. ეს ყველაფერი, ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ინვესტიციებისა განხორციელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებით. აი, ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეზეც არ უნდათ ამათ საუბარი. მხოლოდ ტყუილები და მხოლოდ უსაფუძვლო ცილისწამება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 196 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.