"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს"- ირაკლი კობახიძე

ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი - საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

 

„ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი, რა არის ამ მიმართულებით ჩვენი სამომავლო გეგმები. იქ დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დღევანდელი მდგომარეობა.

 

რეალობა არის ის, რომ პრინციპულად შევასრულეთ 12-ვე პუნქტი, გარკვეული საკითხები რჩება, რაზეც მათ შორის, ევროკომისარი საუბრობდა, ამაზეც გვექნება დეტალური განმარტება. საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ქვეყნის შიგნით ვიცით, ვინც არის, შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

წაკითხვა 263 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.