May 3, 2024

"შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, არაფერი გესმის" - ზაზა შათირიშვილი

პუტინსა და პრიგოჟინს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, შენ უბრალოდ არაფერი არ გესმის, ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

როგორც შათირიშვილმა განმარტა, რუსეთში არ არსებობს ძალა, რომელიც ომის მხარეს არ არის, შესაბამისად, პუტინსა და პრიგოჟინს შორის, ამ კუთხით არანაირი განსხვავება არ არსებობს. მან ასევე ისაუბრა ქართველ და რუს ლიბერალებს შორის არსებულ განსხვავებაზე.

 

„რუსეთში არ არსებობს ძალა, სუბიექტი, რომელიც არ არის ომის მხარეს - ყველას ომი უნდა, ყველა არის ომის პარტია და შენ თუ ეს არ გესმის, აბსოლუტური პოლიტიკური დებილი ხარ. პუტინსა და პრიგოჟინს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, შენ უბრალოდ არაფერი არ გესმის. ქართველი ლიბერალი არის დებილი და ეს არის ბედნიერება - ამან გადაგვარჩინა. ღმერთი არსებობს. რუსი ლიბერალი არის ჭკვიანი და ბოროტი, ქართველი ლიბერალი არის დებილი და ამიტომ ღმერთი არსებობს, ამან გადაგვარჩინა“, - განაცხადა შათირიშვილმა.

წაკითხვა 314 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.