May 18, 2024

"ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დიფუზია, გიორგი ვაშაძის შემოსვლა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის დიფუზიურ მოვლენებს"

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დიფუზია, ამ დიფუზიაში გიორგი ვაშაძის შემოსვლა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის დიფუზიურ მოვლენებს - მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერის გარეშე დარჩა.

 

„როგორ დამთავრდება ეს დიფუზია, მე მგონი, არავინ იცის. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ლიდერის გარეშე. ჩრდილოვანი მმართველობით, რა თქმა უნდა, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებ, მითუმეტეს, როცა ჩრდილოვანი მმართველები არიან ის პერსონები, ვინც არიან - ადეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი. გამომდინარე აქედან, ხაბეიშვილის იმედზე მიხვდნენ, რომ დესტრუქციული აქციებიც არ გამოსდით და აქედან გამომდინარე, არიან ამ ძიებაში და დიფუზიაში.

 

მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას და დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ გზები უკვე გაყრილია. აქ ალბათ, ახლა ბრძოლა მიდის, ვის რა მემკვიდრეობა დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი გაყოფიდან იმიტომ, რომ თუ ნიკა მელია დატოვებს პარტიას, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სტრუქტურის აქტივის ნაწილი შეიძლება გაჰყვეს ნიკა მელიას და აქედან გამომდინარე, შიდაპარტიული გახლეჩის პროცესი მიმდინარებს და ეს პროცესი დასულია პირველად ორგანიზაციამდე, კონკრეტულ პარტიულ აქტივისტამდე - ვინ ვის პოზიციას დაიკავებს და მხარს ვინ ვის დაუჭერს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წაკითხვა 291 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.