May 19, 2024

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ, ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს კი ისტორიულ მინიმუმზეა.

 

„მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე - 15.6 პროცენტი ისტორიული მინიმუმია. ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 17 პროცენტია და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო პერიოდში, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 206 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.