ჩაანაცვლებს თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს და ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი

“ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება “ახალი ტაქტიკით” დაიწყო - “ნაციონალურმა მოძრაობამ” ძველი წევრები შემოიკრიბა.

რას მოუტანს ენმ-ს ძველი წევრების დაბრუნება - ანალიტიკოსთა ვარაუდით, ეს პროცესი დადებითად არ აისახება პარტიის ელექტორატის მატების თვალსაზრისით. ძველი წევრების დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ თავად პარტიის შიგნით. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “სტარტეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანებას ხელოვნურს უწოდებს. მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” “სტრატეგიის” მისვლა არაფერს მოუტანს, გარდა იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” აქტივისტები სიის გარეთ დარჩება, სიაში მოხვდებიან სტრატეგიის წარმომდგენელები - მანჯაგალაძე, ჩიხლაძე, თაკო ჩარკიანი”... გიორგი ვაშაძეს კი 2024 წლის არჩევნებამდე უფრო დიდი გეგმები აქვს, იგი ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აანონსებს და მზად არის ამ კაბინეტს სათავეში ჩაუდგეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაანაცვლებს თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს და ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი.

 

“ოცნებაში” აცხადებენ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი “ნაცმოძრაობისთვის” და რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში მმართველ პარტიას მოუწევს ქვეყნის მართვა. “ვაშაძემ იცის, რომ რეალობაში კაბინეტს ვერასდროს შექმნის. საინტერესოა მინისტრები ვინ ეყოლება. ეს ადამიანები შორს არიან ევროპული სტანდარტებისგან, ვინაიდან აწამეს, დახოცეს ადამიანები და დღემდე ამ სისხლში აქვთ, მათ შორის ვაშაძეს, ხელი გასვრილი. რა ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა შექმნას, ისე თუ შექმნიან და საზოგადოებას გააცნობენ თავიანთ გეგმებს ყველა მიმართულებით, ურიგო არ იქნება”, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. პარტია “ოცნების” დავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი დარწმუნებულია, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, საზოგადოებისთვის მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩაანაცვლებს, თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს, ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან, მათი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ყველას ლიდერობა და პრემიერ- მინისტრობა სურს, მაგრამ ამომრჩევლის დაინტერესებას ვერ ახერხებენ, მთელი პოლიტიკა დაპირისპირაბაზე აქვთ აგებული ექსპერტი პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ში განხეთქილება, სწორედ საარჩევნო სიების შედგენის დროს მოხდეს. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობას” ვერანაირი გადაჯგუფება ვეღარ უშველის და განწირულია მარცხისთვის”, - დასძენს გამოცემა.

 

“ნაცმოძრაობის” ბირთვული ამომრჩევლისთვის არც ხაბეიშვილი და არც ვაშაძე არც ერთი არ არის ქარიზმატული ლიდერი. ამიტომ ყვირის ხაბეიშვილი ლაზიკას სააკაშვილთან ერთად ავაშენებო. ამით სიგნალს უგზავნის მიშას ამომრჩეველს - მე მიშას კაცი ვარ; მე და მიშა ერთად ვართო. ეს ლაზიკას აშენებს. ვაშაძე ჩრდილოვან კაბინეტს ქმნის, მაგრამ ვისზე შეჩერდება არჩევანი, ეს არც “ნაცმოძრაობის” გადასაწყვეტია და არც ვაშაძე- ხაბეიშვილის. ამას გადაწყვეტს კეზერაშვილი- მერაბიშვილი. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, შიგნით, სიების განაწილების დროს იქნება დაპირისპირება. თავის დროზე სიების საკითხს მართავდა მხოლოდ სააკაშვილი, დანარჩენები ემორჩილებოდნენ. 2020 წელს “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომარად კიკაბიძე ჩაწერეს. “ნაციონალური მოძრაობა” რაიმე არსებით როლს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ შეასრულებს. პერფორმანსების მოწყობა, კიბეებზე გორიალი, პოლიციელების შეურაცხყოფა - ეს რჩება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

 

“გახსოვთ ვაშაძე აშშ-დან რომ დაბრუნდა, თქვა, რომ გადაწყვეტილია საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. მერე იყო 7-8 მარტის გამოსვლები, სადაც აქციის მონაწილეებმა ვაშაძე გამოაბუნძულეს. ამიტომ, ვინ ვის ჩაანაცვლებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე უბადრუკი და უსახური არარაობები არიან, ხაბეიშვილიც და ვაშაძეც; პოლიტიკური მასხარები; კონკურესი თუ გამოცხადდება საუკეთესო მასხარების გამოსავლენად, პირველობას არავის დაუთმობენ. ვაშაძეს და ხაბეიშვილს ხმას მისი ოჯახის წევრებიც არ აძლევენ, ვაშაძეზე მეტი ხმა მიიღო ობრო ბუჯგუმ და ეს კაცი ფიქრობს პრემიერ-მინისტრობაზე. ძალიან კარგი გასართობი გველოდება შემოდგომაზე; გავხალისდებით ხაბეიშვილისა და ჭიჭიკო ვაშაძის ორთაბრძოლებით” - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

წაკითხვა 314 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.