"შესაძლოა, ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს - შს მინისტრი ან ავად გახდეს, ან საზღვარგარეთ წავიდეს" - სერგო ჩიხლაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, მმართველმა გუნდმა შოვის სტიქიის თემაზე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შს მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ხრიკებს მიმართოს, თუმცა მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლა მაინც მოუწევს.

ჩიხლაძის აზრით, შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხების მიღება მნიშვნელოვანია, კითხვებს კი, მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩენს.

 

„ინტერპელაცია პარლამენტში აუცილებლად შედგება. შესაძლოა ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – მინისტრი ან ავად გახდეს ან საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ინტერპელაცია დაგვიანებით მაინც გაიმართება. მთავარი ბერკეტი მაინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რადგან საგამოძიებო კომისია არის კომპლექსური და შესაძლებელია ყველა მინისტრისა და შესაბამისი სფეროს ყველა წარმომადგენლის დაბარება და გამოკითხვა. კითხვები, პირველ რიგში, არსებობს პრემიერ-მინისტრისადმი და შემდეგ მთელი კაბინეტის მიმართ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

ვახტანგ გომელაური პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

წაკითხვა 237 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.