May 2, 2024

"სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება" - ანა ფოტიგა

დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა დაადასტურა - სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დამოუკიდებელი ექიმების ცოტა ხნის წინანდელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ნათელია: მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობა უარესდება. დიდად სამწუხაროა, ასეთი დასკვნების მოსმენა.

 

კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჰუმანიტარულ საფუძვლებს ეყრდნობა”, - წერს ფოტიგა.

წაკითხვა 224 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.