May 2, 2024

"საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია"-ანა დოლიძე

მოგვდის და მოგვდის თქვენი წუხილები საპენსიო დანაზოგის ამბავზე. საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პარტია „ხალხისთვის“ ითხოვს, საპენსიო სააგენტომ ცხელი ხაზი გახსნას და ხალხისთვის კონსულტაციები დააწესოს.

„მოგვდის და მოგვდის თქვენი წუხილები საპენსიო დანაზოგის ამბავზე. საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია. რა არის ეს? რაღაც წესების გადმოგდებაა. არც ახსნა, არც ინფორმირება, არაფერი. ძვალს რომ გადაისვრიან, აი, ასე გვექცევიან.

ვითხოვთ:

  1. გადაწყვეტილების ბოლო ვადა გადავადდეს, რათა ხალხს მიეცეს საშუალება გაერკვეს.
  2. სააგენტომ გახსნას ცხელი ხაზი
  3. სააგენტომ ჩაატაროს საინფორმაციო კამპანია
  4. დააწესოს კონსულტაციები ოფისში, ხალხის მიღებით.

რას მიკეთებენ? ათასობით ლარი და ნულოვანი სერვისი“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 206 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.