"კარიერას ძიძგილაობაში დაამთავრებენ"- გია ვოლსკი ოპოზიციაზე

სააკაშვილი ბოკერიას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი თურმე არის ბოკერიას ბრალი. ეს სისასტიკე და სადიზმი არის ვანო მერაბიშვილის ბრალი და მისი ბრალი არაფერია. ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“.

როგორც მან აღნიშნა, პარტიაში გახლეჩისა და დაპირისპირების პროცესი ახალი არაა.

 

„დაპირისპირება რეალურად არსებობს, მაგრამ ეს ახალი თემაა არაა. გახლეჩის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოკერია - სააკაშვილის დაპირისპირებაც ახალი არაა, უბრალოდ "ევროპულმა საქართველომ" სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა არ გაემიჯნა იმ თუნდაც წარსულს და დღევანდელობაში ამ წარსულიდან გადმოყოლილ უშველებელ პრობლემებს, საკუთარ თავზე აიღო ბევრი რამ და არ ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ხედვა გააჩნია და ამ ეტაპზე, დარჩნენ ურთიერთბრალდებების დონეზე. სააკაშვილი მას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი თურმე არის ბოკერიას ბრალი. ეს სისასტიკე და სადიზმი არის ვანო მერაბიშვილის ბრალი და მისი ბრალი არაფერი არაა. ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს. ვინმეს რაიმე საინტერესო შემოთავაზება ეკონომიკაზე, პოლიტიკურ ურთიერთობებზე არ მოგვისმენია და ვფიქრობ, კარიერას ძიძგილაობაში დაამთავრებენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

წაკითხვა 189 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.