"საქართველოში არაფორმალური ოლიგარქია და კლეპტოკრატიაა"- ხატია დეკანოიძე

საქართველოში არსებობს არაფორმალური ოლიგარქია და კლეპტოკრატია, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი მათ შორის ჩვენს პარტნიორებს და საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ ამ პრობლემის იდენტიფიცირებას მოუხდენს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს სწორი პოზიციები აქვს და ამას პარტნიორები აფასებენ.

 

მისივე თქმით, იმპიჩმენტი არის "ავანტიურა," რომელიც "ქართულმა ოცნებამ" სტატუსის დაბრკოლებისთვის და საინფორმაციო ქაოსის შექმნისთვის წამოიწყო, რაც პოლარიზაციისა და რადიკალიზაციისთვის სჭირდება.

 

„პროუკრაინული და პროდასავლური გზავნილები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აქვს დიდი ხანია, დაახლოებით, ერთი წელი, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, არის საბაბი იმის, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ისეთია, როგორიც ჩვენ დღეს გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ბოლომდე მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება, რაც საქართველოშია და ის, რომ საქართველოში არსებობს არაფორმალური ოლიგარქია და კლეპტოკრატია, არის ერთი არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილება, რომელსაც ექვემდებარება „ქართული ოცნება" და სწორედ ის ადამიანები, ვინც იმპიჩმენტის იდეით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და კარგი იქნება თუ პრეზიდენტი მათ შორის ჩვენს პარტნიორებს და საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ ამ პრობლემის იდენტიფიცირებას მოუხდენს. ეს არის გარდაუვალი და ეს მომენტი ვფიქრობ, აუცილებლად დადგება”, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

გარდა ამისა, დეკანოიძემ ისაუბრა თუ რა გზავნილები ექნება ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში იმართება და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

 

მისი თქმით, ბორელის ვიზიტი არის ბოლო გაფრთხილება, რომ ევროკავშირის და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა მოხდეს.

 

ამასთან, დეკანოიძე აცხადებს, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს და არ აქვს მოლოდინი რომ დარჩენილ 2 თვეში რეკომენდაციები შესრულდება.

 

„ვფიქრობ, ბატონმა ბორელმა ყველაფერი კარგად იცის საქართველოში არსებულ ვითარებაზე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ჩემი გზავნილი, რაც ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, რომელიც არის პროდასავლური ევროპული და მეორე ეს არის არჩევნები. არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, დარწმუნებული ვარ, ბატონი ბორელის გზავნილიც ეს იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არჩევნების ცნობა უბრალოდ წარმოუდგენელია, თუ სამართლიანად არ ჩატარდება”, - განაცხადა დეკანოიძემ.

წაკითხვა 332 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.