"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ლობირებს და ევროპელ პარტნიორებს ეუბნება, რომ ეს უვარგისი ქვეყანაა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო სტატუსი უნდა მოგვცენ"- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ლობირებს და ევროპელ პარტნიორებს ეუბნება, რომ „ეს უვარგისი ქვეყანაა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო სტატუსი უნდა მოგვცენ“.

პაპუაშვილმა ეს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„ლობიზმში იგულისხმება და ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ ისაუბრონ, რომ ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება მაშინ, როდესაც გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მოვისმინეთ, რომ არანაირი პრეტენზია არ არსებობს ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ოლიგარქია და ა.შ. ბოლოს, რა თქმა უნდა, სტანდარტული ტექსტით ასრულებენ - „მაგრამ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, ჩვენი პოლიცია, არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაში, მოგვეცით სტატუსი“. ვის უნდა მოატყუონ რომ ეს რაიმე ლობიზმია საერთოდ, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს არის უვარგისი ქვეყანა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 444 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 08 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.