"ოპოზიცია თავის დაგებულ მახეში თავადვე გაეხვა"- მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი სახელმწიფოს ხარჯებით არ გაწეულა და ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერზე სურთ იერიშის მიტანა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი თავის დეკლარაციაში ამის შესახებ ინფორმაციას დეტალურად ასახავს.

 

“საჯარო ინფორმაციის გამოთხოვითაც კი არავის მიუმართავს ჯერ არც ადმინისტრაციისთვის, არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის. ჩემგან შეიძლება ცოტა გასაკვირიც იყოს ეს საუბარი, მაგრამ თუ მართლა გაინტერესებთ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წარსული ცოდვების „გაპრავებაზე“ არ ხართ გადასული ან ამ ყველაფრის უსუსურ მცდელობაზე, მაშინ ასეთი კითხვა ისმის, ხორციელდებოდა თუ არა იგივე თვითმფრინავით კერძო ფრენები? შეუძლია თუ არა მოქალაქეს მიმართოს? კონკრეტულ ადამიანებს ჰქონიათ თუ არა ასეთი პრეცედენტები, რომ მიმართეს, გააფორმეს ხელშეკრულება და ამ თვითმფრინავით ჩარტერული რეისით გაფრინდნენ? ასევე, სახელმწიფომ გაიღო ეს ხარჯები პრემიერის შემთხვევაში, როდესაც მისი და მისი ოჯახის წევრები გაფრინდნენ ევროპაში? ტყუილზე ხელმოწერა ცოტა რთულია. თავის დაგებულ მახეში თავადვე გაეხვივნენ, რომ ვითომ ამბავი ახლა გაიგეს და შემდეგ პრემიერზე იერიში მიიტანეს. მთელი კამპანია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში, თითქოს პირველ პირს შეუძლია სახელმწიფოს თანხებით ფრენები განახორციელოს, პირადი მიზნებისთვის ვიღაცები ჩამოიყვანოს, თვითონ გაფრინდეს და ეს თურმე სახელმწიფოს ხარჯებია.ახლა თავადვე დაადასტურეს ამ პროპაგანდისტული, უსუსური პიარ იერიშით, რომ თურმე არ შეუძლია ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ქვეყნის პირველი პირი ასეთ შემთხვევებში პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს სამთავრობო თვითმფრინავები, ავტომანქანები და ასე შემდეგ. მაშინ ჩარტერები უკანონო ყოფილა. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ როგორც განცხადებებიდან ვიგებთ, ოჯახის ხარჯით არის გაწეული ეს თანხები. თანამდებობის პირს, მათ შორის ქვეყნის პირველ პირს გააჩნია ვალდებულება, დეკლარაციაში ყველაფერი ასახოს. პრემიერის დეკლარაციაში ეს დეტალურად ასახული იქნება“,-განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.საქართველოს მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

წაკითხვა 310 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.