"დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?"- ალეკო ელისაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ? - კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?- ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე.

ელისაშვილის შეფასებით, ინიციატივა არასერიოზულია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, ღარიბაშვილი პარლამენტში მოიწვიონ და ჩარტერის თაობაზე კითხვები დაუსვან.

 

„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები! ამის ნაცვლად, სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება. კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები". - განაცხადა ელისაშვილმა.

წაკითხვა 320 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.