"პრემიერის იმპიჩმენტის წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ"- სალომე სამადაშვილი

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენების წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ - დეპუტატი, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურისთვის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ალბათ, საზოგადოებას აუხსნის, რატომ ვერ ხედავს ღარიბაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, - ეს განცხადება “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავით ისარგებლა და ამაში ასობით ათასი ლარი დახარჯა, დგება საკითხი, უნდა დარჩეს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

 

“დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელს არ მოაწერენ, ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არ მიაჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, არ მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.

 

ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ ოპოზიციას აქვს და შეუძლია მისი გამოყენება, არის პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური შეფასება, რომ არ ვაპირებთ კორუმპირებულ, კანონდამრღვევ პრემიერს შევეგუოთ.

 

ის თუ როგორ გაგრძელდება პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში იქნება თუ არა ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებისათვის საკმარისი ხმები, ეს მეორადი მნიშვნელობის საკითხია”, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

წაკითხვა 432 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.