"არ გამოვრიცხავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსით ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ"- ანა ბუჩუკური

არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი ალიანსის დადასტურებით, ზურაბიშვილი ერთობლივად გადააყენონ თანამდებობიდან, - ამის შესახებ პარლამენტში, ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამას მიუთითებს ის პრეცედენტიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ რამდენიმე წევრმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება.

 

„ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები (სულ 10-12 დეპუტატია ამისთვის საჭირო), რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დადასტურდეს მათი ალიანსი და ერთობლივად გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან. ყველას გვახსოვს მსგავსი პრეცედენტები, რამდენიმე თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მურუსიძის კლანი გააძლიერა სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების დახმარებით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

ამასთან, ანა ბუჩუკურის თქმით, მის თანაგუნდელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა პრეზიდენტს.

 

მისივე ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი თავად პრეზიდენტი იყო, თუმცა, ამ შეხვედრაზე იმპიჩმენტზე არ უსაუბრიათ.

 

ბუჩუკურის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციას და მსჯელობას, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

წაკითხვა 431 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.