„ქართული ოცნება“ აგებს თამაშს სალომე ზურაბიშვილთან"- იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნება“ აგებს თამაშს ქალბატონ სალომესთან , - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების შედეგად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი მაღლდება.

 

„ერთის მხრივ, ჩვენ დავინახეთ ის, რომ ქალბატონი სალომე დადის თავისი ხარჯებით ევროპაში კონსტიტუციით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და დავინახეთ ისიც, რომ ვინც ხელს უშლის, ის ხალხი პირადი მიზნებისთვის დასეირნობს და ასევე პრობლემები აქვს იმასთან დაკავშირებით, ვისი ხარჯით ხდება ეს. ასევე დადის ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში და იქ სტრატეგიულ დოკუმენტებს ხელს აწერს, საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერი პარლამენტის თანხმობის გარეშე. ბევრი კითხვები არსებობს და ეს როგორ მოიხარშება ადამიანების თავში და ვის მხარეს გადაიხრება მათი გადამწყვეტი სიმპათია, ამას დრო და განხილვა სჭირდება.

 

მე მაინც მგონია, რომ ქალბატონი პრეზიდენტის რეიტინგი მაღლდება ამ პროცესების შედეგად. „ქართული ოცნება“ აგებს თამაშს ქალბატონ სალომესთან იმიტომ, რომ ბევრი საკითხი იყო, სადაც მათ რაღაც დაიწყეს, პრეტენზიები ჰქონდათ და ეს პრეტენზიები არც მორალურად იყო გამართული და არც პოლიტიკურად არ იყო სანდომიანი. ეს პროცესი სანამ მიმდინარეობს, ქალბატონ სალომეს მიმართ მოსახლეობის ყურადღება იზრდება და სავარაუდოდ მისი რეიტინგიც იმატებს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც შეიძლება ქალბატონ სალომეს გააჩნდეს, მე ვერ გეტყვით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

იაგო ხვიჩიას განცხადებით, როდესაც პრეზიდენტს შეხვდა, ურჩია, რომ თუ იმპიჩმენტი რეალურად მიაჩნია, ამის შესახებ საჯაროდ უნდა ელაპარაკოს იმ ადამიანებს, ვინც აირჩია.

 

„ვურჩიე, რომ თუ სერიოზულად თვლის, რომ იმპიჩმენტის შესახებ ამბავი რეალურია, ის ამის შესახებ საჯაროდ უნდა ელაპარაკოს იმ ადამიანებს, ვინც აირჩია. მე ეს ვურჩიე, თუ მას თავად მიაჩნია, რომ იმპიჩმენტი რეალურია, რადგან ადამიანები ჯერ არ თვლიან, რომ ეს რეალურია და მაინც თვლიან, რომ „ქართულ ოცნებას“ ან 100 ხმა არ ექნება, ან ბოლომდე არ მიიყვანს ამ პროცესს, ან სხვა ტიპის ვაჭრობაა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წაკითხვა 409 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.