"პრეზიდენტი პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და მოსახლეობას"- კახა კალაძე

ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის მიზანმიმართული წახალისება ხდება.

 

„თქვენ ალბათ, აკვირდებით პროცესს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელშეწყობა და წახალისება იმისა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ნუ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს აღნიშნულ კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგი ექნება“, - განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 565 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.