"პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს"- პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი", რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ვიზიტის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროპული კურსის დივერსიას ემსახურება.

 

"მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის ჩვენი ევროპული კურსის დივერსია. იმპიჩმენტს ორი მიზეზი აქვს: უნდათ პარტნიორებს უთხრან, რომ ზურაბიშვილი არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას, რომ იქნებ ამის ფონზე შეძლონ და ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მეორე მიზანია, შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაფარვა უნდა ვაღიაროთ, რომ კობახიძემ კარგად იცის კონსტიტუცია და ახლა უნდათ ყველამ ილაპარაკოს, 52- ე მუხლი მორევა თუ 72- ე. ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემები და გამოწვევებია, ვიდრე კონსტიტუციის დეტალებზე დებატები", - განაცხადა მანჯგალაძემ.

წაკითხვა 181 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.